დონალდ ტრამპი ძმისშვილს 2001 წლის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად მას არ უნდა გაესაჯაროებინა ტრამპის მამის მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია.
შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი მერი ტრაპმს 2018 წელს The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press (AP) იტყობინება.
ტრამპი ასევე ადანაშაულებს The New York Times-სა და მის სამ ჟურნალისტს იმაში, რომ მათ მისი ძმისშვილისგან ინფორმაცია საკუთარი სარგებლისთვის მოიპოვეს და სარჩელის თანახმად, გამჟღავნების აკრძალვის შესახებ იცოდნენ.
შეგახსენებთ, 2018 წლის სტატიაში The New York Times-მა შეეცადა ამ დოკუმენტებით დაემტკიცებინა, რომ ტრამპის განცხადებები, თითქოს ის საკუთარი შრომით გამდიდრდა, ტყუილია.
ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით 100 მილიონი აშშ დოლარს ითხოვს.