”რა მოხდებოდა იმ “ცხრა წელში” ქუთაისში ასეთი რამ რომ მომხდარიყო” – პოსტს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში გიგა შუშანია აქვეყნებს
”1. პრეზიდენტი სააკაშვილი მოიწვევდა საგანგებო მთავრობის სხდომას და უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გამოსწორების დავალებას მისცემდა;
2. ქუთაისში იმ დღესვე ჩამოვიდოდა ან პრემიერი, ან მინიმუმ ენერგეტიკის მინისტრი და პირადად უხელმძღვანელებდა ავარიის აღმოფხვრით სამუშაოებს:
3. მობილიზებული იქნებოდა დამატებითი ბრიგადები, ტექნიკა და სხვა საჭირო რესურსი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად;
4. იმერეთის გუბერნატორი სასწრაფოდ შეწყვეტდა უცხოეთში ვიზიტს და დაბრუნდებოდა რეგიონში (თუ არა კარგ ჩიტს დააჭერინებდნენ);
5. ადგილობრივი ხელისუფლება რესტორნის ბუხრიან კუპეებში დამალვის ნაცვლად იქნებოდა ხალხთან ქუჩაში: დაიწყებდნენ საჭიროებების გამოვლენას და განსაკუთრებითი საჭიროების ოჯახებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნვრლყოფას (შეშის მიტანა, პურის სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და საგნების უზრუნველყოფას, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო პანიკა და უსაშველო რიგები);
5. უსწრაფესად გაიწმინდებოდა გზები.
და ა.შ.
P.S. ასე უნდა ამ მდგომარეობაში მოქმედება და არა წუწუნი, 5 სმ თოვლი მოვიდა და რა ვქნათო და ჩირგვებში დამალვა. ხომ ხედავთ, მარტო განსხვავებულით ქუთაისის სადღეგრძელოს დალევა ვერ შველის საქმეს.” – წერს გიგა შუშანია