LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეორე დღეა ეძებენ (+ფოტო)

რა მოხდა წვეულებაზე, რომლის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

დაპოსტა 2020/06/25-ში
A A
243
ნახვა
გაზიარება

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ჯერ ისევ უც­ნო­ბია. ამ დრომ­დე ისევ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. 24 ივ­ნისს რამ­დე­ნი­მე პირს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ექ­სპერ­ტებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ აქვთ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რი­თია ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სი­დან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად სა­გან­გე­ბოდ ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­ბან­ზე შეხ­ვდნენ ბი­ჭებს, რკი­ნის ნაჭ­რე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი თავს და­ესხნენ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვა­ლი ოთხი ბი­ჭი­დან ერთ-ერთს – ვახო ახვლე­დი­ანს, რის შემ­დე­გაც და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­იქ­ცნენ. რო­გორც ახვლე­დი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბიჭს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­და­სა­ღე­ბად მი­სუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფიც ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მი­დი­ო­და ფე­ხით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან და გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ სამი ახალ­გაზ­რდა გა­იქ­ცა, გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი კი მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს, სა­დაც 6 “ნა­ხა­ლოვ­კე­ლი” ახალ­გაზ­რდა იჯდა, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც სპე­ცი­ა­ლუ­რად საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ჩა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­ფლიქ­ტი აგა­რაკ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტი გო­გოს გამო და­ი­წყო, მე­ო­რე ვერ­სი­ით, “ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­სა” და სა­ბურ­თა­ლო­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოყ­ვა კი­თხვას, რო­მე­ლი უბ­ნე­ლი ხარ, ბიჭო? რო­გორც წყა­რო ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი დი­ჯე­ი­სა და სუფ­რის წევ­რებს შო­რის მოხ­და.

ად­ვო­კა­ტი მუხ­რან ღურწკა­ია “ნა­ხა­ლოვ­კელ” ბი­ჭებს იცავს, რო­მელ­თა მან­ქა­ნაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ხეს. ად­ვო­კა­ტი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზა მის და­სა­ცა­ვებ­საც ჩა­უ­ტარ­დათ. მისი მტკი­ცე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი აგა­რაკ­ზე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან და არც ავ­ტო­ბან­ზე მი­უ­ღი­ათ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახლა იკ­ვე­თე­ბა, რომ სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა ფი­გუ­რი­რებს ავ­ტო­ბან­ზე და სა­მი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი” იყ­ვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი ვერ­სი­ით, “ტო­ი­ო­ტა ქამრში” მყო­ფი თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ რკი­ნის ნივ­თე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათი ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე ამას უარ­ყოფს.

ის იცავს იმ ორ სპორ­ტსმენს, კერ­ძოდ, “ნა­ხა­ლოვ­კელ” მო­რაგ­ბე­ებს, რომ­ლე­ბიც “ტო­ი­ო­ტა ქამ­რის” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან, სწო­რედ ამ ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს.

– ჩემი და­სა­ცა­ვე­ბი არ იყ­ვნენ რკი­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ჩხრე­კა მათ სახ­ლებ­შიც ჩა­ტარ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი უნა­ხავთ, ჩემს და­სა­ცა­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს იმის გა­სარ­კვე­ვად ხომ არ აქვთ რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცე­მის კვა­ლი. შე­ფა­სე­ბას გვე­ტყვი­ან. ვი­ზუ­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ეტყო­ბათ სა­ერ­თოდ.

– გა­იჟ­ღე­რა რომ კონ­ფლიქ­ტი სუფ­რა­ზე გო­გოს გამო მოხ­და, თუმ­ცა არა იმ გო­გო­ნას გამო, ვის და­ბა­დე­ბის დღე­საც აღ­ნიშ­ნავ­დნენ…

– ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოყ­ვა კი­თხვას, – შენ რა უბ­ნე­ლი ხარო? რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, “ნა­ხა­ლოვ­კელ­მა” ახალ­გაზ­რდამ კი­თხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპა­სუ­ხა სა­ბურ­თა­ლო­ე­ლი ვარო, ნა­ხა­ლოვ­კელ­მა უთხრა, ე.ი. უცხო ყო­ფილ­ხა­რო… ეს იუ­კად­რი­სა მე­ო­რემ, რას ქვია უცხოო, – ყვე­ლა უცხო­სო და შე­ი­გი­ნა, ამას მოყ­ვა კონ­ფლიქ­ტი. ამის გამო და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, თუმ­ცა ვერ და­გი­კონ­კრე­ტებთ კონ­კრე­ტუ­ლად ჩხუ­ბი ვის და ვის შო­რის იყო. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის, შა­ქა­რაშ­ვი­ლის მხა­რეა ეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა, თუმ­ცა ხაზ­გას­მით გე­ტყვით, რომ თა­ვად გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ამ კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ჩანს, რომ ის არ ყო­ფი­ლა არა თუ ჩხუ­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, მო­ნა­წი­ლეც კი… წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა. კურო მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ტყუპები გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები,...

დაწვრილებითDetails

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
მთავარი

თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას “ინფო იმერეთი" ავრცელებს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"