ცხელი და უკუნტროლო გავრცელების კერა ჯერ-ჯერობით არ გვაქვს იმერეთში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამებრიძემ “მეგა ტვ”-ის ეთერში “მთვარის” სპეცაილურ გამოშვებაში განაცხადა. მან რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა:
“ვანი იყო პირველი ცხელი წერტილი. მოწყობილია ბლოკ საგუშაოებოები. პირველივე დღიდან დავიწყეთ თერმოსკრინინგი და დავასრულეთ 2 დღის წინ, და ეს პროცედურა ჩაუტარდა თითქმის 23 ათას ადამიანს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ოჯახი აგრძელებს მკურნალობას, რომელიც თავიდან იყო ინფიცირებული.
თერჯოლაში, სამი ადამიანია, რომლებსაც კოვიც-19 ოქროს პრინციპითაქვთ დაფიქსირებული, და კიდევ 3 ადამიანი აგრძელებეს მკურნლობას, რომლებსაც სხვა ტესტებით დაუფიქირდათ ინფექცია და ყველა ის ადამიანი, რომლებიც იყვნენ მათთან კომუნიკაციაში არიან თვითიზოლაციაში და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა.
რაც შეეხება ჭიათურას, აქ დაფიქსირებას ვერ დავარქმევდი, რადგან აქ თბილისიდან იყო ჩასული ადამიანი, რომელსა კორონავირუსი თბილისში დაბრუნების შემდეგ დაუფიქსირდა, მას ჭიათურაში15 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მათზე მიმდიანრეობს მეთვალყურეობა და არიან თვითიზოლაციაში.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ცხელი და უკუნტროლო გავრცელების კერა ჯერ-ჯერობით არ გვაქვს და იმედია ასეც შევინარუნებთ ამ რეალობას. თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა ახალ გამოვლინებაზე მოვახდინოთ რეაგირება.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.