დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინირებულების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას სოციალურ ქსელში პასუხობს.
“სად შემიძლია ავიღო კოვიდპასპორტი?” – ეს კითხვა ყველა სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უჩნდება.
NCDC კოვიდ პასპორტის აღების წესებს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უზიარებს.
“კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. კოვიდ პასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.
მოგზაურობის მსურველებმა კოვიდ პასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს.
აცრის ბარათის, კოვიდ პასპორტისა და QR კოდებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.