“
არ მეგონა თუ ესეთ რამეს დავწერდი შენზე
ცრემლიანი,ნაღვლიანი სახით ვისაუბრებდი, იმაზე თუ როგორ გვიჭირს შენთან განშორება ბაჩი
შენ ყველას მოუშუშებელი ტკივილი ხარ
შენ ჩემი ძამიკო იყავი
მიჭირს შენზე წარსულში საუბარი
როგორი თბილი და ყურადღებიანი იყავი
არასდროს დამავიწყდები
ჩვენს გუნდს არასდროს გამოაკლდები
ჩვენს გულში იქნები სულ
ჩვენი ვარსკვლავი იქნები რომელიც სულ კაშკაშებს
“
“ბაჩი…ჩვენო კარგო ბიჭო…რა მალე დაგისრულდა ამქვეყნად ყოფნა…ნათელში იყოს შენი ულამაზესი და ფაქიზი სული…
რა ვუთხრათ შენს მშობლებს…”
ბათუმში საშინელ ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექიმების მცდელობის მიუხედავად ბაჩი დიასამიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთოს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.