მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
„ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა: ყოველ კვირაში, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, საპარიკმახერო, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები; აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულილა შეკვეთის სერვისით სარგებლობა.
ამასთან, დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები; სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება; დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი;
მომდევნო კვირის პარასევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.