ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრმა 2019 წელი შეაჯამა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილმა რეგიონში ტურიტების ნაკადის ზრდასა და ახალი ფესტივალების დანერგვაზე. პრეზენტატორებმა 2020 წლის გეგმბზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ქალაქში გიდების სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც მსურველებს უფასოდ შეეძლებათ განათლების მიღება. 2020 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად ქუთაისში შიდა ტურიზმის განვითარება დასახელდა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვის ცვენა და ზვავები – ნახეთ სად იკრძალდება მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვის ცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.