ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, ანგარიშით წარსდგა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელძღვანელი. ჯონი არაბიძის თქმით, წელს საბინაო სამსახურს 2 500 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, რაც 15 სხვადსხვა მიმართულების პროგრამის განახორციელებაში დაიხარჯა. მათ შორისსა საცხოვრებელი სახლების გადასახური მასალით უზრუნველყოფა, სადარბაზოების კეთილმოწყობისა და ლიფტების პროგრამები.
“მეგა ტვ”-ის ჟურნალისტმა, საბინაო სამსახურის ხელმძღვანელს, ფასადების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, რაც ქუთაისის 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მწვავე პრობლემად დგას.