LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა არის პანდემია და როგორ უნდა მოვიქცეთ

დაპოსტა 2020/03/12-ში
494
ნახვა
გაზიარება

ახალი კორონა ვირუსი Covid-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

რა არის პანდემია?

ყველაზე მარტივი ენით, პანდემია დაავადების ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებას ნიშნავს. მაგალითად, რამდენიმე სხვადასხვა კონტინენტზე, ან სულაც ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, “აფეთქება” არის დაავადების შემთხვევების ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებშია მოსალოდნელი. ეპიდემია კი ეწოდება გარკვეულ საზოგადოებაში ან რეგიონში დაავადების სტანდარტულ რაოდენობაზე მეტი შემთხვევის არსებობას.

პანდემია ახალი დაავადების “გლობალური გავრცელებაა”.

მსოფლიოში პანდემია ბოლოს 2009 წელს, H1N1 ვირუსის გამო გამოცხადდა, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემია ბერძნული სიტყვა pandemos-იდან მიმდინარეობს. pan ნიშნავს “ყველას,” demos კი “მოსახლეობას.”

პანდემიის ცნებით გამოიხატება იმის მოლოდინი, რომ ინფექცია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხება.

პანდემია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმესთან კავშირში არაა, ის უფრო მისი გავრცელების გეოგრაფიულ თავისებურებებზე მიუთითებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, პანდემია ცხადდება მაშინ, როდესაც ახალი დაავადება, რომლის მიმართაც მოსახლეობას იმუნიტეტი არ აქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელზე უფრო მეტად ვრცელდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, პანდემია ცხადდება, როდესაც ვირუსი მრავალ სხვადასხვა რეგიონში ” მარტივად ვრცელდება და ფეხს მდგრადად იკიდებს.”

პანდემიად გამოცხადება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით გადადება მეტად სავარაუდო ხდება და ჯანდაცვის სისტემა ამისთვის უნდა მოემზადოს.

რა შემთხვევაში ცხადდება პანდემია?

პროფესორი მერი-ლუის მაკლოუსი, ინფექციის კონტროლის ექსპერტი, რომელიც WHO-ში მრჩეველად მუშაობდა, ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სხვა ორგანიზაციებს შეიძლება პანდემიის გამოსაცხადებლად სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეთ. საბოლოო სიტყვა მაინც WHO-ს ეკუთვნის. არ არსებობს კონკრეტული შემთხვევების რაოდენობა ან გავრცელების მასშტაბი, რომლის შემთხვევაშიც დაავადებას პანდემიის სტატუსი ენიჭება. მაგალითად, 2003 წელს გავრცელებული SARS კორონავირუსი, რომელიც 26 ქვეყანას მისწვდა, პანდემიად არ გამოცხადებულა.

“როცა WHO პანდემიას აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ მეტ მხარესა და ძალას სთხოვს მობილიზებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება. ეს ფაზა დაკავშირებულია ფინანსების მობილიზებასთანაც, რათა ქვეყნები ერთობლივი ძალით გაუმკლავდნენ საშიშროებას”, – ამბობს მაკლოუსი.

თუმცა თუ პანდემიად გამოცხადება გლობალურ პანიკას გამოიწვევს, ეს საბოლოო მიზნისთვის ხელისშემშლელი იქნება და ცნობადობის ამაღლებას ხელს ვერ შეუწყობს. მაგალითად, კამათი იმაზე, საჭირო იყო თუ არა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიად გამოცხადება, დღემდე გრძელდება. 2009 წელს H1N1-ის პანდემიად გამოცხადების გამო ქვეყნებმა ზედმეტი ფული დახარჯეს ანტივირუსულ მედიკამენტებზე, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა.

პანდემია იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოგზაურობების შეზღუდვა საკმარისი და ეფექტური აღარაა და ქვეყნები შემდეგი ფაზისათვის უნდა მოემზადონ.

“საავადმყოფოები უნდა მოემზადონ მეტი პაციენტისათვის, მთავრობებმა კი ხალხი უნდა გააფრთხილონ, რომ საჭიროების შემთხვევაში სახლიდან მუშაობა, თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება და სახლში დარჩენა შეიძლება მოუწიოთ”.

 

On.ge

გაზიარება238

დაკავშირებული -პოსტები

ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დეკემბერი 17, 2025
144
მთავარი

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპრტში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა . ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ გვერდ "სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi" წერს. კეთილო ადამიანებო დღეს 25 ნომერში მოიპარეს საფულე შიგნით დევს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

დეკემბერი 17, 2025
20
მთავარი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს...

დაწვრილებითDetails

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

დეკემბერი 17, 2025
16
მთავარი

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან - ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან,...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

დეკემბერი 17, 2025
66
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დეკემბერი 17, 2025
391
მთავარი

სოციალურ ქსელ „ლანჩხუთში“ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება: „ჩვენი შაკო ზენაიშვილი დააკლდა ლანჩხუთს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას“ ,- წერს ჯგუფის დამფუძნებელი.

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
31
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
25
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს ” – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 17, 2025
8
მთავარი

ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია...

დაწვრილებითDetails

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დეკემბერი 17, 2025
29
მთავარი

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

დეკემბერი 17, 2025
769
მთავარი

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».