LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა არის დიდი შაბათი, რა ლოცვა იკითხება ამ დღეს

რა არის დიდი შაბათი, რა ლოცვა იკითხება ამ დღეს

დაპოსტა 2025/04/18-ში
A A
252
ნახვა
გაზიარება

დიდი შაბათი – ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღეა. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

 

 

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, – ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), – თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით – ლუქის ან ცვილის ბეჭდით – დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის – ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.

ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის – კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება – განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს – და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

დიდ შაბათს “ღირს არს”-ს ნაცვლად საკითხავი საგალობელია:

ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძირსა, რომელი მუცლადმიიღე, თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმერთაებრ და მაღალ ვჰყუნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

წყარო: მშობლები . ge

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
9 პირია მძევლად აყვანილი, მედიასაშუალებებს მოვუწოდებ – ვაჟა სირაძე
მთავარი

ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა - საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი ლევან მაისურაძეა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ვაჟა სი­რა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.   სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახალ დი­რექ­ტო­რად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

KIU-ში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია გაიხსნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
KIU-ში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია გაიხსნა
მთავარი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება. კიუმ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავთან“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მოხუცს მოტოციკლი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას ავარიის შესახებ "ინფო იმერეთი" ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო და კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

“პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ - გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა
მთავარი

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა - პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, გარდა სამი ქვეყნის: - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად” – ლავროვი

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – სერგეი ლავროვი
მთავარი

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი...

დაწვრილებითDetails

“თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!”- მზია ამაღლობელი

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
მზია ამაღლობელის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას ითხოვენ
მთავარი

თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს. როგორც ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

“ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი”- სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ხშირად პრობლემებს თავად იქმნიან

by მეგა TV
ივნისი 9, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი თავგადასავლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების განსაკუთრებული მოყვარულია, რაც, რა თქმა უნდა, მათ ცხოვრებას საინტერესოსა და სახალისოს ხდის. თუმცა, ექსტრავაგანტური ქმედებები და თავგადასავლების ძიება ხშირად პრობლემადაც იქცევა. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"