LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,რაც ხდებოდა ყველაფერს მინდა  ფარდა ავხადო , იქ კიდევ ბევრი ბავშვია…“- რა ხდება ბავშვთა სახლებში?

,,რაც ხდებოდა ყველაფერს მინდა  ფარდა ავხადო , იქ კიდევ ბევრი ბავშვია…“- რა ხდება ბავშვთა სახლებში?

დაპოსტა 2019/09/09-ში
A A
309
ნახვა
გაზიარება

ეს წერილი მეგა ტვ-ს საინფორმაციო პროგრამა ,,მთავარის“ ჟურნალისტმა ქეთი გელაშვილმა მიიღო. მასში ზესტაფონის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელის ემოციები და მძიმე ფსიქოლოგიური განცდებია გადმოცემული. მეგა ტვ ადგილზე გაეცნობა ვითარებას და და მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ახლა კი, წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი ცხოვრება რომანია,  რომ დაიწყებ თვალს ცრემლები მოგადგება და ტირილისგან თავს ვერ შეიკავებ. თურმე  ცხოვრება სიყვარული და ბედნიერება ყოფილა, მე კი ეს არ გამომიცდია და ვერ ვიტყვი. ერთი კვირის ასაკში დამტოვეს ბავშვთა სახლის ჭიშკართან , ზესტაფონში,  წმ.ნინოს ბავშვთა სახლში,  სადაც ექვსი წელი გავატარე.  იქ მყავდა აღმზრდელი ც. გ., რომელიც გვცემდა, თუ არ გვეძინებოდა, თვალებს გვიკრავდა რეიტუზებით და ისე გვაძინებდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დიდი ტკივილი გავიარე, მახსოვს დღეები, როცა ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ჩემს მშობლებს ველოდებოდი, ისინი  არ ჩანდნენ . სხვებს კი აკითხავდნენ და თვალს ცრემლები მადგებოდა.  ექვსი წლის ვიყავი როცა გადამიყვანეს ჯავახეთში , წმ.ბარბარეს ბავშვთა სახლში . როცა იქ შევედი შევესწარი არასაეკლესიო ქცევებს,  პედაგოგებისგან ვნახე რა ხდებოდა იქ , განკითხვის დღე იყო მოწყობილი. როგორ სცემდნენ ბავშვებს რეიკებით, სახაზავებით ულურჯებდნენ თითებს და ამის მერე ამ დაწესებულებას საეკლესიო ბავშვთა სახლს უწოდებდნენ.

მეორე კლასის მოსწავლე ვიყავი როცა ერთ-ერთი ამოცანა ვერ გავიგე და მასწავლებელმა, კერძოდ ც. გ.მ.  ხის სახაზავი გადამალეწა თითებზე ,რას ქვია არ მისმენ და ვერ გაიგეო . ამაზე გაბრაზებულმა ფეხსაცმელი ვესროლე და წარბიდან სისხლი წამოუვიდა, შემდეგ კი თმებში წამავლო ხელი და გვერდით ოთახში მუხლებით დამაყენა ბრინჯისა და პურის მარცვლებზე 24საათის განმავლობაში. იმის გამოც, რომ ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარს მეძინებოდა და დილას რომ იღვიძებდა ლოგინში არ ვხვდებოდი, რეიკაც ბევრჯერ მომხვედრია ზურგში.

ბავშვებს რომლებიც იქ ვიზრდებოდით, ძალიან გვიხაროდა ახალი წლის წინა დღეები, რადგან მეუფე სპირიდონი მოდიოდა და კამფეტები მოჰქონდა, ხან  მის ოთახში გვიპატიჟებდა და გვეკითხებოდა რა გვინდოდა საჩუქრად . როცა ჩემი ჯერი მოვიდა თვალებიდან ცრემლი წამომივიდა და მას ვუთხარი, რომ ოჯახის ნახვა მინდოდა , რადგან როცა ვხედავდი სხვებს, რომლებსაც ოჯახი აკითხავდა მეტირებოდა.

მახსოვს ჩემი ლოგინი ფანჯარასთან იდგა, ძაან მიყვარდა წვიმა, ფანჯრიდან ვძვრებოდი და ეზოში დავრბოდი, მეგონა რომ თავისუფალი ვიყავი სანამ დიდ ბიჭებს არ გამომაკიდებდნენ, შემდეგ ისინი მიჭერდნენ, შიგნით შემიყვანდნენ და იქ მელოდებოდა ექიმი, ნემსით ხელში და დამაძინებელს მიკეთებდა .როცა სტუმრები მოდიოდნენ  ტელევიზიიდან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან , გვაფრთხილებდნენ რომ ხმა არ ამოგვეღო, თუ შემოვიდოდნენ, მაგრამ არავინ შემოდიოდა, რადგან ისინი თოთოებთან მიჰყავდათ , მათ კი, საუბარი არ შეეძლოთ. ჩვენთან რომ შემოეყვანათ იცოდნენ    ვეტყოდით, როგორც გვექცეოდნენ.

ამ ბავშვთა სახლში, რაც ხდებოდა ყველაფერს მინდა  ფარდა ავხადო , იქ კიდევ ბევრი ბავშვია და მეცოდებიან. არ მინდა რომ იგივე გამოიარონ“ -წერს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი.

 

თეგები: ბავშვთა სახლებიზესტაფონის ბავშვთა სახლი
გაზიარება168

დაკავშირებული -პოსტები

ავარია მანავთან – დაშავებულია 5 ადამიანი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სა­გა­რე­ჯო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ნავ­ში რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

დაწვრილებითDetails

რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს
მთავარი

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.   სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული,...

დაწვრილებითDetails

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა წარმატებას მოგიტანთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.   ტყუპები   ახალი შესაძლებლობა ან საინტერესო სიახლე...

დაწვრილებითDetails

24 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"