ქუთაისში ე.წ „სტეკლოტარასთან“ ისევ მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგებას ითხოვენ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქ სექტემბერში მიწისქვეშ კულტურულ-ტურისტულ საგანმანათლებლო სივრცე, ხოლო ზედა ნაწილში კი კომერციული ობიექტები უნდა გახსნილიყო , თუმცა როგორც ჩანს პროცესი შეფერხდა.
დიმიტრი ალავიძე, ვინც საკუთარ თავზე აიღო გადასასვლელის მოწესრიგება “მეგა ტვ”-ს ინტერვიუს მომდევნო კვირაში შეპირდა და ჩვენ მას პირადად ვკითხავთ თუ რა გახდა სამუშაოების დაყოვნების მიზეზი, იქამდე კი სანამ, ბატონი დიმიტრი ჩვენს კითხვებს უპასუხებდეს მოქალაქეები საკუთარ გულის ტკივილს “მეგა ტვ”-ის კამერასთან თავისუფლად აფიქსირებენ. ისინი ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასვლელის მოწესრიგებას რამდენიმე მიზეზის გამო უბრალოდ, აუცილებლობად მიიჩნევენ.