მილიარდერმა თანამედროვე ჩინეთში ცხოვრების წესი შეცვალა. აქტიურად განავითარა ინტერნეტის გამოყენება, ონლაინ შოპინგი და უნაღდო ანგარიშსწორება.
“თუ 35 წლის ასაკში ისევ ღარიბი ხარ, ამას იმსახურებ!”
ჩინელმა მეწარმემ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმატების მისაღწევად მოქმედებების ალგორითმი იცის. ჯეკ მა გამოსვლებში წარუმატებლობის ოთხ მიზეზზე, გაჭირვებასთან ბრძოლაზე, ამბიციის მნიშვნელობაზე და ადამიანის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„ჯერ კიდევ „ალიბაბას“ დაწყებამდე, ბიზნესის განსახილველად 24 მეგობარი მოვიწვიე. მთელი ორი საათი ვსაუბრობდით, მაგრამ მათ არ ესმოდათ რისი გადმოცემა მინდოდა მათთვის. რა არის დედააზრი? ამ წამოწყებაზე მთელი ღამე ვფიქრობდი და დილით გადავწყვიტე, რომ გამერისკა.
თქვენ ღარიბი ხართ, რადგან ამბიციური არ ხართ. თქვენს მომავალს განსაზღვრავს თქვენი ამბიციის სიძლიერე. ამბიცია არის ადამიანის თვისება, რომელსაც შეუძლია ადამიანის ყველა ოცნება აასრულოს. როდესაც „ალიბაბა“ დავიწყე, ოჯახის და მეგობრების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა დამხვდა.
არაფერია მიუწვდომელი!
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ან ზრდისკენ მიდიხართ, ან სიკვდილისკენ!
გახსოვდეთ, რომ ლოდინი თქვენი ახალგაზრდობის ხარჯვაა”, -წერს მილიარდერი თავის მიმართვაში.
“იმისთვის, რომ მეწარმე გახდე, ჯერ მიზანი უნდა გქონდეს“
ამ მოხსენებაში ჯეკ მა მიზნისკენ სვლის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს განიხილავს – ოცნებებისკენ სწრაფვა და სიმტკიცე.
”1995 წელს მე მქონდა შესაძლებლობა ვწვეოდი შეერთებულ შტატებს, შემდეგ კი ინტერნეტი აღმოვაჩინე. ჩინეთში დაბრუნებულმა, ჩემი მეგობრები სახლში მოვიწვიე, რომ მათთვის მეთქვა: უნივერსიტეტში სწავლას ვტოვებდი და ინტერნეტით დავიწყებდი მუშაობას. 24 ადამიანიდან 23-მა იდეა დამიწუნა, ხოლოდ ერთი იყო მომხრე. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს წამოწყება აშკარად საიმედო არ იქნებოდა.
თუ არ იმოქმედებთ და ოცნებას მისცემთ განხორციელების შანსს, თქვენ თავად არასდროს გექნებათ შანსი.
მე მეწარმის გზა ავირჩიე, ბრმა ვეფხვს ვგავდი, რადგან არ მესმოდა, რა მელოდა მომავალში. მაგრამ მტკიცედ მჯეროდა, რომ ინტერნეტი დიდ წვლილს შეიტანდა საზოგადოების განვითარებაში. 1995 წელს მხოლოდ რამდენიმემ ირწმუნა ინტერნეტი და არც კი უფიქრია, რომ მის არსებობას კაცობრიობის განვითარებაში ასეთი დიდი წვლილი ექნებოდა.
მას შემდეგ, რაც გეგმა გექნება, ყველაზე მთავარია შენს წინაშე ვალდებულება აიღო, საკუთარ თავს პირობა მისცე, რომ ეს მოხდება.
მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული იქნები, რომ ყველაფერი გამოგივა, შეგიძლია საკუთარ თავს უთხრა: ”ამას გავაკეთებ ხუთი წლის განმავლობაში, ამას გავაკეთებ ათი წლის განმავლობაში, ამას გავაკეთებ ოცი წლის განმავლობაში”.
ერთადერთი ადამიანი მთელ მსოფლიოში, ვისაც უნდა აჯობო, თავად შენ უნდა იყო. ამრიგად, თქვენ გაქვთ გამარჯვების შანსი. ცხრაწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ პირობების არარსებობის შემთხვევაში, შენ მათ ქმნი.
ხვალ ღამით უამრავი ადამიანი მოკვდება. ამიტომ, ჩვენ ყოველდღე უნდა ვაფასებდეთ. მადლობა ყველას”.
“თქვენ უნდა იყოთ საკმარისად ზარმაცი, რომ მიაღწიოთ გარკვეულ დონეს“
ჯეკ მა იზიარებდა, რომ მისი წარმატების საიდუმლო “სიზარმაცეში” იმალება, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ ეს “სიზარმაცე” გარკვეულწილად განსხვავდება ამ ხარისხის ზოგადი იდეისგან.
”მსოფლიოში ძალიან ბევრი ჭკვიანი და განათლებული ადამიანია, რომლებსაც წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ბავშვობიდან ასწავლეს არასწორი რამ და მათ განავითარეს ზედმეტი შრომისმოყვარეობა.
ბევრ თქვენგანს ახსოვს თომას ედისონის სიტყვები: “გენიოსი არის 1% შთაგონება და 99% შრომა”. მთელი ცხოვრება ამ შეცდომამ შეცდომაში შემიყვანა. ბევრ თქვენგანს შეიძლება ეგონოს, რომ რაღაც სისულელეს ვლაპარაკობ, ნება მომეცით მაგალითებით დაგიმტკიცოთ! ფაქტები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სიტყვები.
არსებობს ჭკვიანი ზარმაცი ხალხი:
ისინი ძალიან ზარმაცები არიან კიბეებზე ასასვლელად – მათ გამოიგონეს ლიფტი;
ისინი ძალიან ზარმაცობენ სიარულისთვის – გამოიგონეს მანქანები, მატარებლები და თვითმფრინავები;
ისინი ძალიან ზარმაცობენ, რომ ადამიანები სათითაოდ მოკლან – მათ გამოიგონეს ატომური ბომბი;
ისინი ძალიან ზარმაცები არიან ყოველ ჯერზე რთული გამოთვლების ჩასატარებლად – მათ გამოიგონეს მათემატიკური ფორმულები;
ამის მაგალითი იმდენია, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელებას აზრიც კი არ მაქვს.
არც კი მსურს ვიფიქრო იმაზე, თუ რა გარემოში ვიცხოვრებდით ახლა, რომ არა ეს ზარმაცი ხალხი! ეს ეხება როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს. მსოფლიოში ყველაზე დღეგრძელი ცხოველია კუ. ის თითქმის არ მოძრაობს მთელი თავისი ცხოვრება და ათასი წელი იცოცხლებს. კუს ეზარება სიარული, ხოლო მშრომელი და აქტიური კურდღელი ცდილობს მას გაუსწროს, მაგრამ საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს?
ზემოთ მოყვანილი მაგალითები უბრალოდ ასახავს იმ ფაქტს, რომ სამყარო სინამდვილეში ზარმაცებს ემყარება. სამყარო ისეთი ლამაზია, ზარმაცების წყალობით. ახლა თქვენ იცით თქვენი წარმატების არქონის მთავარი მიზეზი!
უნდა გაერკვეთ, თუ როგორ უნდა იყოთ ზარმაცი. თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებული ზარმაცი, რომ მიაღწიოთ გარკვეულ დონეს“, – წერს ჯეკ მა.
(წყარო -Forbes)