მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცილი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილი და სპორტი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიცილი საუკეთესო, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. არც თანამედროვე მედიცინა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღიმილი არაერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაა რეკომენდებული.
ღიმილი ყველა ადამიანში ბედნიერებისა და სიამოვნების გრძნობას აღძრავს. ის განცდილი სიხარულის, წარმატების თუ ოპტიმიზმის გამოვლინებაა.
ოქსფორდის უნივერსიტეტში აწარმოეს კვლევა, რომლის დროსაც მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი 15 წუთის განმავლობაში კინოკომედიას უყურებდა.
მეორე ჯგუფი ნეიტრალურ პროგრამას. შემდეგ კვლევის მონაწილეები ტკივილისადმი ამტანობაში გამოსცადეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, კარგ განწყობაზე მყოფმა ჯგუფმა ტკივილი მთელი 10%-ით ნაკლები სიმკვეთრით აღიქვა. თუმცა ენდორფინების (სიხარულის ჰორმონების) გამომუშავებისთვის მხოლოდ ნაზი ღიმილი არ არის საკმარისი.
• სიცილი დადებითად მოქმედებს ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის პროცესზე. წარმოქმნის და ააქტიურებს დამცავ უჯრედებს.
• ხარხარი (ჩაბჟირება) თითქმის ვარჯიშის ტოლფასია. სიცილის დროს ადამიანის 300 კუნთი და დიაფრაგმა აქტიურად მუშაობს, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოების მასაჟი კეთდება. ეს ეხმარება საჭმლის მონელებას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაღვლისა და ღვიძლის მუშაობას, აფართოებს ბრონქებს, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს გულის კუნთის აქტიურ მუშაობას.
• სიცილით შეიძლება ჩავანაცვლოთ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას.
• ფსიქოლოგიის ექსპერტები თვლიან, რომ სიცილი ადამიანების გაერთიანების საშუალებაა, როგორც სიმღერა, რომელიც ასევე ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას.
• სიცილი და ღიმილი ასტიმულირებს მგრძნობელობით ორგანოებს, ხელს უწყობს ახალი სოციალური კონტაქტების წარმოქმნას და ძველის შენარჩუნებას.
• სიცილი ეხმარება ადამიანს სტრესთან, დეპრესიასთან გამკლავებაში, შიშისა და უბედურების გადალახვაში, აუმჯობესებს თავდაჯერებულობას და ზრდის თვითშეფასებას.
• უმკლავდება უძილობას და ადამიანის კრეატიულობას ააქტიურებს.
ყოველწლიურად, ოქტომბრის პირველ პარასკევს ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღიმილის დღის აღნიშვნის იდეა მხატვარ ხარვი ბელს ეკუთვნის.