ბრიტანელი მოკრივე ამირ ხანი „ამერიკის ავიახაზების“ რეისიდან მოხსნეს. როგორც მოგვიანებით ამირმა აღნიშნა თვითმფრინავიდან მას შემდეგ ჩამოსვეს, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა დაიჩივლა, რომ ხანის თანმხლებ კოლეგას პირბადე ცხვირს სათანადოდ არ უფარავდა. თვითმფრინავმა შიდა ფრენა – ნიუარკი-დალასი ამირ ხანისა და მისი კოლეგის გარეშე შეასრულა.