ქალმა თბილისში თვითმკვლელობა საცადა, როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ქალმა ეს ნაბიჯი სიღარიბის გამო ჩაიდინა, მას 4 შვილი ჰყავს.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სამაშველო ოპერაცია დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
“დაახლოებით 1 საათიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს.
მაშველებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. ჩამოიყვანეს და სასწრაფოს მანქანით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალი თავს ნორმალურად გრძნობდა, ყოველშემთხვევაში ფიზიკურად ცუდად არ იყო.” – ამბობს თვითმხილველი
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ქალმა თვითმკვლელობა უსახსრობის გამო სცადა, მას 4 შვილი ჰყავს.