,,ელდა მეცა შენი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე…
თეონა გვეტაძე, როგორ გაბედე და დამარცხდი კორონასთან?
როგორ მიყვარხარ..
როგორ მზრდიდი და მევლებოდი თავზე. შენ ხომ მარტო მეზობელი არ იყავი ჩემთვის.
რა ტკბილი და მწარე ხარ ახლა…
როგორ არ დაგენანა შენი შვილები და შვილიშვილები უშენობისთვის?
რატომ დამარცხდი, რატომ?
ჩემო თბილო, ლამაზო, ტკბილო, რატომ გაფრინდი ასე ადრე?
ჩემი ბავშვობის, იაშვილის, მაშინდელი ცხაკაიას ქუჩის, ერთი ლამაზი ქალი აღარაა…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამუნა გვილავა.
ქუთაისში, კოვიდით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ექიმებმა თეონა გვეტაძეს ვეღარ უშველის, მისი შვილი კი გადაარჩინეს.