LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ დააკავეს დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

რატომ დააკავეს დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

დაპოსტა 2020/09/25-ში
A A
404
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა ამ უკანასკნელმა წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ, მიხეილ რამიშვილმა როგორც მედიასთან საუბრისას, ასევე საგამოძიებო ორგანოში გასაუბრებისას განმარტა, რომ მას აღნიშნული ფოტომასალა მიაწოდა დ.ფ.-მ.
აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით. ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.
მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ამოღებულ იქნა როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა.
ამავე საქმეზე განხორციელდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და ე.წ. სატელიტური ფოტოების მოპოვება, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.
დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.
დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.
მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას მოსამართლის მიერ დ.ფ.-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ, უფლების შესახებ არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაკავებული ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები. მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით.

დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

გაზიარება162

დაკავშირებული -პოსტები

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დავით ფეიქრიშვილის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მთავარი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ...

დაწვრილებითDetails

” ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება” – სოსო ბარათაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს? – ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა
მთავარი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. ის ცოტა ხნის...

დაწვრილებითDetails

“ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს” – ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში, 70 წლამდე მასწავლებელი მამაკაცი, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. 70 წლამდე მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"