31 წლის შვიდი თვის ორსული ქალი ბათუმიდან ქუთაისის “კლინიკა ბომონდში” ორი დღის წინ შეიყვანეს.
როგორც მისი მეუღლე აცხადებს, ქუთაისში გადაყვანა ბათუმში ადგილის არარსებობის გამო გახდა საჭირო, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა.
ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება და ვერც თბილისში გადაჰყავთ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს კონსილიუმი შეიკრიბება. სავარაუდოდ ექიმები ნაყოფის ბუნებრივი გზით დაბადებას გადაწყვეტენ.