ტელეკომპანია “პირველის” ცენტრალური სერვერი გაითიშა. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. მისი თქმით წუხელ, დაახლოებით 4:31 საათზე, როდესაც ტელევიზია ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა, მწყობრიდან გამოვიდა მთავარი სერვერი, სადაც მოთავსებულია ყველა სიუჟეტი და რეპორტაჟი, რომელიც დღის განმავლობაში ეთერში უნდა გასულიყო.
მელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რათა სერვერმა მუშაობა აღადგინოს. ის ვერ აკონკრეტებს, რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო მსგავსი ხარვეზი, თმცა ამბობს, რომ “მოვლენათა ქრონოლოგია ეჭვებს აჩენს”.
სავარაუდოდ, ტვ პირველის ხელმძღვანელობა სერვერის გათიშვას გუშინდელ რეპორტაჟს უკავშირებს.