ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ცხრილს აქვეყნებს და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ წერს:
“ძალიან თვალსაჩინო ცხრილი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან.
ტვინის დაძაბვაც არ არის საჭირო, ისე კარგად ჩანს ყველაფერი თუ როგორ არის დამოკიდებული აცრების მოცვა და კოვიდ სიკვდილიანობა – კითხვა კი იგივე რჩება – რატომ არჩია საქართველომ ანტივაქსერული მოძრაობა და ვაქცინაციის გარეშე პანდემიის შეუძლებელი შეჩერება”, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.
