ძილი – ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ეხმარება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენაში. რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მას? რაში მდგომარეობს ქალისა და მამაკაცის დასვენების მოთხოვნილებების სხვაობა? ამ თემას პროფესორი ჰორნი იკვლევდა. რამდენიმე დეტალზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას:
რა იწვევს ქალბატონებში მეტი დროით ძილის საჭიროებას?
ქალის ტვინის ფუნქციონირების სირთულეს განაპირობებს დამატებითი დასვენება. ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორ ჯიმ ჰორნის თქმით, ქალებში ძილის უკმარისობა მყარად ასოცირდება ფსიქოლოგიური დატვირთვის მაღალი დონით, ასევე, დეპრესიით, დაუცველობის გრძნობითა და სიბრაზით. მამაკაცებს ასეთი რამ არ აღენიშნებათ. ქალები ტვინს გაძლიერებულ რეჟიმში იყენებენ. შესაბამისად, აღსადგენადაც მეტი დრო სჭირდებათ, ძილი კი საამისოდ საუკეთესო საშუალებაა.
8 საათი? არ არის აუცილებელი…
რამდენი ხანი უნდა ეძინოს
დაღლა – მამაკაცების შემთხვევაში
პროფესორი ჰორნი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს, რომლების სამუშაო სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, ასევე სჭირდებათ ხანგრძლივი ძილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ქალების მოთხოვნილებები უფრო მაღალია.