LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“რატომ არის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?! მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი” – რომან გოცირიძე

“რატომ არის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?! მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი” – რომან გოცირიძე

დაპოსტა 2021/01/27-ში
A A
147
ნახვა
გაზიარება
მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი, ვიდრე ვიღებდი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ დეპუტატების ნაწილს პარლამენტში მოხვედრა 3 000 ლარიანი ხელფასის გამო სურდეს, თუმცა მისთვის პარლამენტი დიდ შრომასთან ასოცირდება.
“ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს. მილიონობით წელი დასჭირდა იმ გენიოსი ჩვენი წინაპრის დაბადებას, რომელიც მოკლული ცხოველის ტყავისგან თბილ ბოტებს დაამზადებდა. თავისი დროის ნობელის ლაურეატი იქნებოდა აუცილებლად.
საცხოვრებელი ადგილის გათბობა პრეისტორიულ ხანაში კი არა, ახლაც დიდი პრობლემაა ბევრგან. სითბო პრივილეგირებულობის, ფუფუნების სიმბოლო იყო.
ადამიანის სახეობაში გენეტიკურად დაპროგრამებულმა მახსოვრობამ და წარსულის განცდებმა ჩვენს სალაპარაკო ენაშიც მოიკიდა ფეხი. თბილად მოკალათდა, თბილ სკამზე ზის, გაუტკბა სითბოში ყოფნა და სხვა ”თბილი” გამონათქვამები დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც მძლავრად გამოიყენება. ისეთ რამეებს აიგივებენ სითბოსთან, რომელიც ტემპერატურასთან არც არის დაკავშირებული. მაგალითად, ახლა მოდურია გამონათქვამი: ”სხედან პარლამენტში თბილ სკამებზე”. ეს გრძელი შესავალი სწორედ პარლამენტში თბილად მოკალათებას ეხება.
მოდით, ობიექტურები რომ ვიყოთ, ვიღაცისთვის პარლამენტის სავარძელი მართლაც შეიძლება იყოს თბილი, როცა საკუთარ ბიზნესს ლობირებს, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის გამო უკანონო უპირატესობას მოიპოვებს და აიწყობს საქმეს, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იმათ მივმართავ, ჩვენი წინა თუ სხვა მოწვევის პარლამენტში მუშაობის ეფექტიანობის რევიზია რომ წამოუწყიათ, რატომ არის ოპოზიციონერი დეპუტატისათვის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?! მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი ძალას არ იშურებს მაგიდასთან მუშაობით, ტრიბუნასთან მუშაობით, პარლამენტის მისადგომებთან, ქუჩაში მუშაობით, სხდომათა დარბაზში რბილ სავარძელში მჯდომიარე მუშაობით, მედიასთან მუშაობით. რა სითბოს ღებულობს სანაცვლოდ?
სითბო ერთადერთია-თუ ამ შრომას ხალხი ქვეყნისათვის მსახურებად ჩაგითვლის და არა მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებად. პირადი რომ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მგონია, რომ გონიერი ადამიანისათვის ეს სადავო იყოს. პირადი, გარდა მატერიალურისა, სულიერი კმაყოფილების განცდაა, როცა იცი, რომ აკეთებ კარგ საქმეს, აკეთებ იმას, რაც სხვებზე არანაკლებ ან სულაც უკეთესად შეგიძლია რომ გააკეთო.
ესაა პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც ”თბილ” პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ ამ დღეებში.
ერთიც პირადული: მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი, ვიდრე ვიღებდი. დიდ პლიუსში ვარ აქტივების და პასივების ბალანსში”, –  წერს რომან გოცირიძე
📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება59

დაკავშირებული -პოსტები

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"