,,ისტორიული განმარტება, რატომ არის დღევანდელი რუსეთი მონღოლთა ოქროს ურდოს შთამომავალი ქვეყანა და მემკვიდრე სახელმწიფო
მას შემდეგ, რაც მონღოლები ორგზის დამარცხდნენ ეგვიპტელებთან – 1260 და 1277 წლებში, მონღოლთა იმპერიამ ეტაპობრივად დაიწყო რღვევა და ის დაიშალა ოთხ დიდ ნაწილად, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო მონღოლთა ოქროს ურდო, რომელიც დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო მონღოლთა ოქროს ურდოს რღვევა რუსეთის ტერიტორიაზე და მოსკოვის დიდი სამთავრო კი მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულამდე მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყო, რაც მხოლოდ 1480 წელს დასრულდა, როდესაც მდინარე უგრასთან მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს (ე.წ. უგრაზე დგომა).
შესაბამისად, დღევანდელი რუსეთი რასობრივადაც გარკვეულწილად, იდეურად და პოლიტიკური კურსით (განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით) არის მონღოლთა ოქროს ურდოს შთამომავალი ქვეყანა და მემკვიდრე სახელმწიფო.
ეს არის არა დეკლარირებული, არამედ რეალური და ფაქტობრივი მოცემულობა.
რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიას, იქ დარჩნენ ნამდვილი სლავები (ვარიაგების მმართველობით) და ეს ისტორიული მოცემულობითაც და დღევანდელობითაც მარტივად შესამჩნევია, როდესაც ამ ორ ქვეყანას შეადარებ.-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე