Cycle Error_ის ფრონტმენი,ნიკა ოძელაშვილი გადაცემა “შუადღე ქუთაისში” დედაქალაქიდან დისტანცირად ჩაგვერთო და იმ კომპოზიციაზე ისაუბრა,რომელმაც დღის სინათლე ახლახანს იხილა.
“ყოველთვის მინდოდა რაღაც ქართულად გამეკეთებინა , ვერ ვწერდი, კომპლექსი მქონდა ალბათ. ერთხელაც რომ დავიწყე წერა, მარტივად წავიდა, თან მსიამოვნებდა. ახალი ალბომის კეთება დავიწყეთ. 2 სიმღერა კიდევ გვაქვს ქართული, მთლიანი ალბომი გვინდა ქართული იყოს, მცირე ელემენტები იქნება ინგლისური. ჩვენს ბენდში ინგლისური ენა იყო ადრე წინ, ახლა ქართულია. ბევრი მსმენელი გამომეხმაურა , ასე კარგად კარგა ხანია არ გვიშრომია, ყველა აქტიურად ვიყავით ჩართულები და ჩემი აზრით ამის დამსახურებაა. შეგახსენებთ რომ ბენდი Cycle Error 2,5 წლის წინ შეიქმნა და ბიჭებს უამრავი სიურპრიზი აქვთ საკუთარი მსმენელებისთვის.










