გერმანიის ცალკეულ რეგიონში თივაზე სექსი აიკრძალა.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ იმ ქალაქებში ვრცელდება, სადაც თივის წარმოება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია პიოლია.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თივის აღების პროცესში, შეიძლება სპეციალური მოწყობილობის მძღოლმა, შეყვარებული წყვილი ვერ შეამჩნიოს და გადაუაროს.
ამიტომ, პიოლის მაცხოვრებლებმა ტურისტებისთვის სპეციალური აბრაც გამოაკრეს:
„გასულ ზაფხულს ფრიდბერტი, ლუდო, ტისი და ინზა დაიკარგნენ. გაფრთხილება: თივის ზვინში სექსი სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიშია“.