საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გაასაჯაროებს ინფორმაციას, რა გეგმები აქვს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.
„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.