“ობიექტის მოსაწყობად განიხილება ტერიტორია წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში, თუმცა ტერიტორიის შესარჩევად საჭიროა დეტალური
შესაბამისი კვლევების განხორციელება.”-მეგა ტვ-ს ამის შესახებ აცნობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად.
“გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების
მართვის კომპანია“ გეგმავს იმერეთის რეგიონში ნარჩენების ინტეგრირებული
მართვის სისტემის დანერგვას, კერძოდ, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და
ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას.
ხაზგასასმელია, რომ არსებული ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის ვადა
იწურება, ამდენად, აუცილებელია მათი სტანდარტების შესაბამისად დახურვა,
რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების
განთავსების ობიექტის ოპერირების დაწყების შემდეგ.
ობიექტის მოსაწყობად განიხილება ტერიტორია წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში, თუმცა ტერიტორიის შესარჩევად საჭიროა დეტალური
შესაბამისი კვლევების განხორციელება.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აღნიშნავს, რომ
ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ სისტემაზე გადასვლა უაღრესად
მნიშვნელოვანია რეგიონში გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ასევე,
ადამიანის ჯანმრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.”-ვკითხულობთ მათ მიერ მოწერილ წერილში.