შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება, პოლიციელთა გეგმიური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება, პოლიციელთა გეგმიური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი.
რაც შეეხება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.