LIVE TV
სამშაბათი, ივნისი 6, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

,,რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში?”- კითხვას ანა ნაცვლიშვილი თავადვე პასუხობს

დაპოსტა 2019/11/08-ში
გაზიარება

ანა ნაცვლიშვილი თამარ ჩუგოშვილის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ  ტრამპი საქართველოში აღმოაჩენს ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთისთვის ფართოდ გაღებულ კარს, რომ დანარჩენ 80%-საც დაეპატრონოს რბილი ძალით.

,,რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? აღმოაჩენს ოლიგარქს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ისაკუთრებს ყველა მის რესურსს, რომელიც მზადაა, იყიდოს ყველა და ყველაფერი, ვინც მიეყიდება და მოგუდოს ისინი, ვინც არ იყიდება! აღმოაჩენს ჯიბის მართლმსაჯულებას, ლეგიტიმური პროტესტისთვის თვალდათხრილ ადამიანებს, სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ შევიწროებულ მედიას და ტროლ-ბოტების ქარხანას! აღმოაჩენს ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთისთვის ფართოდ გაღებულ კარს, რომ რბილი ძალით დანარჩენ 80%-საც დაეპატრონოს! აღმოაჩენს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომელსაც საარჩევნოდ 20 ლარად უპირებენ შესყიდვას! აღმოაჩენს მოლაპარაკების ოთახებიდან გაგდებულ ინვესტორებს, წნეხის ქვეშ გატარებულ ბიზნესმენებს, მოშიმშილე ბავშვებს,  მათ სასოწარკვეთილ მშობლებს და კომბლიან კაცებს, ვინც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების ნაცვლად, ფილმებს დასდევს!

კიდევ რას აღმოაჩენს ტრამპი?

კიდევ აღმოაჩენს ულამაზეს საქართველოს, უზარმაზარი შესაძლებლობებით სავსე ქართველ ხალხს, უნიჭიერეს მეცნიერებს, იურისტებს, ექიმებს, IT სპეციალისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, რომლებსაც განვითარების შესაძლებლობებს უკეტავს ოლიგარქიული მმართველობა. აღმოაჩენს გამრჯე და წესიერ ადამიანებს, ვის მხრებზეც სინამდვილეში დგას ეს ქვეყანა, აღმოაჩენს ქართველ სამხედროებს, ვინც ტოლს არ უდებს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილით, აღმოაჩენს თავისუფლების მოყვარე ერს, რომელიც მისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ მოდრიკეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს! რომელიც არ მოითმენს დამცირებას, დაჩაჩანაკებას, მაჩანჩალობას და შინაურ თუ გარე მტერს საკადრის სილას გააწნის, მალე!

ეს ხალხი დაიბრუნებს დამოუკიდებლობის აღდგენის დროინდელ სიხარულს, შემართებას და იტყვის – გაერთიანების და გამარჯვების დროა!’’ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილითამარ ჩუგოშვილიწერილს ეხმაურება
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

კახოვკას ჰესის აფეთქების გამო ზელენსკიმ უშოშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ივნისი 6, 2023
6
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰესის კაშხალის აფეთქების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. განცხადება ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა გააკეთა. "უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კახოვკას წყალსაცავის კაშხლის...

დაწვრილებით

ამერიკაში პოლიციის მაიორი ლია პარკაული გარდაცვლილი იპოვეს

ივნისი 5, 2023
38
მთავარი

ამე­რი­კა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ლია პარკაული გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. "აი­ვან­ზე ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, მაგ­რამ ისე­დაც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მა და თავ­საც არ...

დაწვრილებით

„შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდათ

ივნისი 5, 2023
21
მთავარი

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს...

დაწვრილებით

საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება

ივნისი 5, 2023
83
მთავარი

საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები იყო. როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, ცვლილებების მიზანი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს...

დაწვრილებით

რამდენს ხარჯავს წყალტუბოს მერია მიუსაფარი ძაღლებისათის

ივნისი 5, 2023
18
მთავარი

დაწვრილებით

მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს-ირაკლი ღარიბაშვილი

ივნისი 5, 2023
109
მთავარი

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი. „გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენ ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი....

დაწვრილებით

როგორია საქსტატის მონაცემების მიხედვით ოჯახური ძალადობის სტატისტიკა

ივნისი 5, 2023
12
მთავარი

როგორია საქსტატის მონაცემების მიხედვით ოჯახური ძალადობის სტატისტიკა ქალების მიმართ რეგიონებისა და წლების მიხედვით:   Loading...

დაწვრილებით

36 წლის ქალმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კაცზე იქორწინა

ივნისი 5, 2023
41
მთავარი

ნიუ-იორკში მცხოვრებმა როსანა რამოსმა, საყვარელი მამაკაცი ერენ კარტალი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 2022 წელს შექმნა. ორი შვილის დედამ მამაკაცის შესაქმნელად Replika AI-ის პროგრამა გამოიყენა და თავდაპირველად ხელოვნურ ინტელექტთან მხოლოდ მეგობრობდა, თუმცა...

დაწვრილებით

როგორ იცვლება სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა საქართველოში წლებისა და რეგიონების მიხედვით

ივნისი 5, 2023
27
მთავარი

Loading...

დაწვრილებით

რა თანხას ხარჯავს ბაღდათის მერია მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის

ივნისი 5, 2023
25
მთავარი

დაწვრილებით
მეტის ნახვა
Casual business team laughing during meeting
საინტერესოა

ქართული კომპანიები, რომლესაც 4 დღიანი სამუშაო კვირა აქვთ

იანვარი 27, 2020
156
მთავარი

ინგლისში ერთ-ერთი კუნძულის მეფის/დედოფლის ვაკანსია გამოცხადდა

დეკემბერი 27, 2021
147
https://www.accorhotels.com/5394
მთავარი

კვების ობიექტების მუშაობის დრო იზღუდება

აგვისტო 12, 2021
33





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!