,,არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ. საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა რაც ახლა ჩემს თავს ხდება. რთულია სხვა სამყაროში მოხვედრა, როცა საერთოდ არ ელოდები ამას.
საკმაოდ რთული დიაგნოზი დამიდგინდა. არ შემშინებია, მართლა არ შემშინებია. იმის უფრო შემეშინდა, თუ რა უნდა მეკეთებინა შემდეგ ცხოვრებაში.
მე დავკარგე ის რითაც ვსუნთქავდი და რითაც ვცხოვრობდი. თუმცა დღეს ჩემი მეგობრების და ძალიან ბევრი ადამიანის დახმარებით იმედი მომეცა.
ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს ალბათ გიორგი ლიპარტელიანის საქველმოქმედოდ ჩატარებული კონცერტები.
დიახ, დღეს შეიცვალა მდგომარეობა და მე ვთხოვ ადამიანებს დახმარებას. დახმარებას ვთხოვ, რათა ჩემს სრულყოფილ ცხოვრებას დავუბრუნდე.
დამიჯერეთ იმას რასაც ახლა ვწერ ძალიან რთულია ჩემთვის, მაგრამ ასეთია დღეს რეალობა, რეალობა რომელშიც მოვხვდი და არ ვაპირებ დანებებას.” – წერს გიორგი სოციალურ ქსელში.
მე თქვენი იმედი მაქვს და მჯერა, რომ თქვენთან ერთად მიზანს მივაღწევ. ❤
საქართველოს ბანკი GE05BG0000000202288400
თიბისი ბანკი
GE13TB7683545061100036
მიმღები დაზმირი ლიპარტელიანი.