შპს პარკიგსერვისს, ქუთაისის მერიამ მილიონ 700 000 ლარის დავალიანება, გადასაფარად 9 წელზე გადაუნაწილა. ამის შესახე გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე მიიღო . შპს-ის დავალიანება საიჯარო გადასახადის ვერ გადახდის შედეგად დაუგროვდა.
საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგი ჯერ კიდევ გუშინ გაკეთდა. გიგა შუშანიამ, “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პარკინგსერვისის საქმიანობა ბიუჯეტის ტვირთად შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა პარკინგსერვისი ადამიანების გატყავებასა და ”ქართული ოცნების” აქტივისტების კომფორტზე ზრუნავს. გიგა შუშანიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ კომპანიას დავალიანება აქვს, ქალაქში პარკირების სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია.