საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 21 151 აქტიური შემთხვევაა. მათგან 4 602 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.
840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში
15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.