ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.
“დაგვემატა 11 ინფიცირებული,გამოჯანმრთელდა 4. ამ ეტაპზე,კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი,მათდგან 8 მძიმეა ერთი კრიტიკულად მძიმე”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 123-მა პაციენტმა დაამარცხა.
რაც შეეხება ”კლინიკა ბომონდ”-ს კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს.
“კლინიკიდან გაეწერა 4 ზრდასრული, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით საკარანტინე სივრცეში უსიმპტომოდ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 70 პაციენტი რჩება. აქედან 8 ბაშვი და 4 ორსულია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები. კვლავ ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალ ნაკადს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.