დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 366 678 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.0%
სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.8%
7 სექტემბერს აიცრა 27 011 ადამიანი.
აცრების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი – 11 881
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 2 264
- გურია – 665
- აჭარა – 3 337
- რაჭა – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 187
- იმერეთი – 3 145
- სამცხე – ჯავახერთი – 746
- შიდა ქართლი – 1 196
- მცხეთა – მთიანეთი – 610
- ქვემო ქართლი – 1 283
- კახეთი – 1 697
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.