ტიკარაძის თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ.
“საველე ჰოსპიტალში გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ის ინვენტარი და მოწყობილობა, რომელიც საწოლებს ესაჭიროება, იმისთვის, რომ მათი მომარაგება მოხდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა, რომელიც ამ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდმართვის პირობებში. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერ გააკეთებს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში”,- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უკიდურესად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და კოლაფსის ზღვარზე მისული ჰოსპიტალური სექტორის გამო, ვირუსის სამართავად საველე ჰოსპიტლების მობილიზება დაიწყო.