LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რამდენით დაფინანსდა დონორი ორგანიზაციებისგან სახელმწიფო ტენდერები

დაპოსტა 2024/05/22-ში
23
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების მხრიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 1.304 მლრდ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. ჯამში ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებული 257 ტენდერი (DEP ტენდერები) სწორედ დონორების სახსრებით გამოცხადდა.

შესყიდვების სააგენტოს ანგარიშების მიხედვით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი მსოფლიო ბანკია, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 151 ტენდერი ჯამში 784 197 554 ლარით დააფინანსა.

229 133 139 ლარის მოცულობის 34 ტენდერი გამოცხადდა და დაფინანსდა აზიის განვითარების ბანკის მიერ. 2019-2023 წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული 39 ტენდერი, ჯამში 164 143 617 ლარის მოცულობის ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა 98 267 974 ლარის 11 ტენდერი; ევროკავშირმა კი 2 041 592 ლარი გამოყო 5 ელექტრონული ტენდერის დაფინანსებისთვის.

გარდა ამისა, DEP ტენდერებით განხორციელებული შესყიდვები დაფინანსებული იყო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ. სკანდინავიურმა ორგანიზაციამ 13 ტენდერი 17 469 419 ლარით დააფინანსა, IFAD-მა კი 9 311 483 ლარის 4 ტენდერი.

საერთაშორისო დონორების მიერ ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება და როგორც ამ მონაცემებიდანაც ჩანს, მათი მონაწილეობა პროექტებში არც ისე მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ დონორების მიერ პროექტების დაფინანსება შეჩერდა, ცხადია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და საჯარო სექტორზე ნეგატიურად აისახება. შეჩერების ალბათობა კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო, საკმაოდ მაღალია. ამაზე წერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის, CEE Bankwatch Network-ის დირექტორი მარკ მარტინი.

მარტინი ამბობს, რომ თუ მდგომარეობა იმავენაირად დარჩება, აქვთ მოლოდინი, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, შეაჩერებს საჯარო სექტორის დაფინანსებას საქართველოში.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი

იანვარი 7, 2026
379
მთავარი

78 წლის ასაკში კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მისი ძმის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.  ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987...

დაწვრილებითDetails

“მოლოტოვის კოქტეილი“ კოცონზე დაწვის სიმბოლიზმია, ეს ნამდვილად პროევროპულია” – შალვა პაპუაშვილი აქციებზე დაკავებულებზე

იანვარი 7, 2026
12
მთავარი

მნიშვნელოვანია, ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოჰყვეს - ვისაც იმის სითამამე ჰყოფნის, რომ დანაშაული ჩაიდინოს, იმის სითამამეც ეყოს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოს! მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე დამნაშავეებთან გვაქვს და სწორედ ამის თქმა არ...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა” – პაპუაშვილი

იანვარი 7, 2026
26
მთავარი

დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მალე დადგება დრო,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის პასუხი გიგა ავალიანის დედას

იანვარი 7, 2026
1.2k
მთავარი

პროკურატურა, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავ უწყებას ჰქონდა და აქვს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ საქმეზე. „საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
441
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს. დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს. "ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
145
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 7, 2026
34
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო...

დაწვრილებითDetails

ვითარება საავტომობილო გზებზე

იანვარი 7, 2026
84
მთავარი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დაწვრილებითDetails

„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
108
მთავარი

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართავს. „ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ახალ წელს და გთავაზობთ ჩემს რჩევებს, რასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. საახალწლო...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
24
მთავარი

საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მიმართავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. აქვე განვმარტავთ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».