საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით.
აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზეთის ფასი 83%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა.