ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ საავადმყოფო ადვოკატებთან ერთად დატოვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი განცხადებით მას ხელზე აღენიშნება დაზიანებები, საავადმყოფოში გაუკეთდა 3 გადასხმა, რაც შეეხება ბრალდებებს არ იზიარებს და უსაფუძვლოს უწოდებს.
”ჩამიტარდა გადაუდებელი დახმარება, როგორც მოგეხსენებათ მაქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, სწორედ ამიტომ მაცვია სპეციალური ჟილეტი, გახდის მიზნით საპირფარეშოში მარტო შესვლის უფლება არ მომცა პოლიციამ. კრიმინალურმა პოლიციამ ვერ შეძლო ჩემი დაკავება, რადგან ამის ადმინისტრაციული წინაპირობა არ არსებობს, რომ ჟურნალისტის დაკავება განახორციელოს”- განაცხადა ბუბა ჩივაძემ
ცნობისთვის ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციამ KutaisiToday-ის ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავა.
დაკავებამდე ჟურნალისტი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ითხოვდა. რასაც მისივე თქმით, მერიის დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ.
თუმცა, მოგვიანებით, ბუბა ჩივაძე ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ოთახში შევიდა, სადაც ქალაქის პირველ პირთან შეხვედრას ითხოვდა.
ის ამბობს, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან პატრული გამოიძახა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა










