,,აბრეშუმის მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ინგა ქარაიას გარდაცვალების გამო!
ის იყო ჩვენი მუზეუმის განსაკუთრებული გულშემატკივარი და შეუცვლელი მეგობარი.
ქალბატონი ინგა იყო როგორც სამუზეუმო, ასევე, საზოგადოდ კულტურის სფეროს თავდადებული მოამაგე.
მისმა ენთუზიაზმმა და საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუზეუმცოდნეობის განვითარებაში.
ქალბატონი ინგას პროფესიული მოღვაწეობა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებდა მისსავე სიცოცხლეში და ეს გაგრძელდება უწყვეტად მომავალშიც.
ვუსამძიმრებთ ქალბატონი ინგას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ოჯახის წევრებს ვუსურვებთ მხნეობას ამ რთულ მომენტში”-ნათქვამია სამძიმრის წერილში.