“პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. კომპანია აორგანიზებს მენეჯერებს და ჯგუფებს იმისთვის, რომ მოახდინოს პროცესის მარგინალიზება და გაშავება, თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ და რეალურად შიმშილობის მე-9 დღეა. ამ ადამიანებმა რამოდენიმე კილო დაიკლეს ამ პროცესში და ამ პროცესით, იმ ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ შეეცადა გადაერჩინა მოშიმშილე ადამიანები, სამი ადამიან, რომელიც უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიექცია ყურადღება საზოგადოების, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ქვეყანაში”, -ამბობს პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება...