პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რაც გუშინ სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების დასახვედრად გამოიყენეს ყოვლად დაუშვებელი იყო.
მისივე შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.
“რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაცმოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია”, – თქვა ღარიბაშვილმა.