LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 34 პირს ბრალდება წარუდგინა

დაპოსტა 2025/11/07-ში
A A
70
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ შსს-ს გენერალურ ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა დავით გუმბერიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა, „ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6 000 აშშ დოლარი.

ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.

ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"