ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უმცირესობებისა და, ზოგადად, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში.
მიშელმა, ასევე, პრესის თავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს შორის ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი, და, ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში.
კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული,” – განაცხადა შარლ მიშელმა.