საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია.
მთავრობის მეთაურმა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. ფონდ “ქართუს” დაფინანსებითვე, სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა.
მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ადგილზე პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატი ირაკლი ხახუბია ერთად იმყოფებოდნენ.