„მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით“, – ნათქვამია გიორგი გახარიას მისალოც განცხადებაში.