LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები საახალწლო მიღებაზე მიიწვია

პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები საახალწლო მიღებაზე მიიწვია

დაპოსტა 2021/12/15-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. როგორც ცნობილია პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი იქნება თუ ოპოზიცია მიპატიჟებას მიიღებს.

“მივიღე დაპატიჟება ამ მიღებაზე. ვფიქრობ, რომ დღეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორია პოლიტიკურმა სპექტრმა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს პოლარიზების რეჟიმისგან, რომელიც ანგრევს ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება”, – ამბობს სამადაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მიწვევისთვის მზად არიან, რათა ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.

“პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთობლივად დაძლიოს თავისი გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ჩვენ მიწვევისთვის მზად ვართ, არა საზეიმოდ არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი”, – განაცხადა ბოტკოველმა.

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ “თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე”.

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ “პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად”.

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას.

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა“.

“როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით”, – თქვა კობახიძემ.

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში “პრეზიდენტების შეხვედრა” შესთავაზა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია? – რასა იუკნევიჩიენე

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
საქართველოს დახმარება სჭირდება!ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან – რასა იუკნევიჩიანე
მთავარი

ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი: ზურაბ...

დაწვრილებითDetails

საით მიდიხარ, საქართველო? – პეტერ ფიშერი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ გაწევრიანებას – თუ მისგან პირს შეიბრუნებთ – შეიბრუნეთ, არ იქნებით ევროკავშირის წევრი – გერმანიის ელჩი
მთავარი

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.   „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება „ქართული ოცნება“ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

სასამართლოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო
მთავარი

სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.   ეს...

დაწვრილებითDetails

“ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ” – დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებაზე

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
“მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი”- დიმიტრი ცქიტიშვილი
მთავარი

თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ, - ამის შესახებ პარტიის...

დაწვრილებითDetails

“ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები”- მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაჭერები არის საქართველოს დაპატრონებული, ბანდიტური საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი დაცინვის აქტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე ციხის კარები „აუცილებლად გასკდება და...

დაწვრილებითDetails

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
მთავარი

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს. დაკავებისას ისმოდა შეძახილები: “ცეცხლი ოლიგარქიას”, ყველგან პოლიცია არსად სამართალი”, “მონებო”. ადგილზე შეკრებილები...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება”- მარკ რუტე

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
“რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება”- მარკ რუტე
მთავარი

რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია რჩება. მოსკოვი...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ” – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
“ჩვენ ვერ გაგვტეხენ” – ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ვერ გაგვტეხენ. ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის მიერ გასტუმრებით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"