“ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრედენტმა ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა პრეზიდენტის სასახლეში და ნახატები ჩამოხსნა კედლებიდან.
ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია უნდა გაჩნდეს, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია ეს, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ხელოვანებმა ნამუშევრები. მე მინდა ეს ნამუშევარი ვაჩუქო სასახლეს
მოკლე ისტორიული მეხსიერება
30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისულების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთიდაიმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს ”იყო”-მ შეიწოვა სიტყვები – ”არის” და ”იქნება”. ”მოკლე ისტორიული მეხსიერება” დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს, სამფეროვანი დროშა 2004 წლს შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენს ირგვლივ, არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.
ობიექტზე ეწ. ცრემლები ”პერესტროიკის” დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა რომელებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და… ის ცრემლები მინდა გავიხსნო” -წერს ხელოვანი ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში
11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა. კურო მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ტყუპები გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები,...