თუ პოლონეთში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გეგმავთ გამგზავრებას და გინდათ, რომ საზღვარი გარანტირებულად გადაკვეთოთ, ამისათვის ერთი კარგი მეთოდი არსებობს და ეს პოლონეთის სამუშაო მოწვევაა. დიახ, პოლონეთის სამუშაო მოწვევით თქვენ მართლაც შეძლებთ ევროპაში გამგზავრებას მარტივად და რაც მთავარია, ბიუჯეტურად.
ამ სტატიაში პოლონეთის სამუშაო მოწვევასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ და დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის ევროპაში გასამგზავრებლად.
რას ნიშნავს სამუშაო მოწვევა და რაში გვეხმარება ის?
სამუშაო მოწვევა არის ფორმალური დოკუმენტი, რომელიც გეხმარებათ გადაკვეთოთ საზღვარი მარტივად და მოხვდეთ როგორც პოლონეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში პოლონეთის გავლით.
როგორ მოვხვდებით ევროპის სხვა ქვეყნებში პოლონეთის მოწვევით?
მას შემდეგ, რაც თქვენი მოწვევა დამზადდება, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონეთის მიმართულებით ერთი გზის ავიაბილეთი, უპრობლემოდ შეხვიდეთ ქვეყანაში და შემდეგ პოლონეთიდან თქვენთვის სასურველ ქვეყანაში გაემგზავროთ.
რატომ უნდა გამოვიყენოთ ევროპაში გასამგზავრებლად პოლონეთის სამუშაო მოწვევა?
როგორც უკვე ვახსენეთ, პოლონეთის სამუშაო მოწვევა გეხმარებათ საზღვრის მარტივად კვეთაში. სამუშაო მოწვევა არის ოფიციალური დოკუმენტი, რაც მის მფლობელს უფლებას აძლევს შევიდეს ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე დაბრკოლების გარეშე. გარდა ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ დასაბრუნებელი გზის ავიაბილეთი და სასტუმროს ჯავშანი, რაც თავის მხრივ, აგარიდებთ თავიდან ზედმეტ ხარჯებს.
რა არის საჭირო პოლონეთის სამუშაო მოწვევის დასამზადებლად?
ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი. დამზადების ვადა ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენთან მაქსიმალურ დრო არის 14 დღე.
რამდენია პოლონეთის სამუშაო მოწვევის ხანგრძლივობა?
ძირითადად მზადდება 3 თვიანი და 6 თვიანი მოწვევა, არის ასევე ერთ წლიანიც. თუ 3 თვიან მოწვევას გააკეთებთ, თქვენ არ გჭირდებათ საელჩოში ვიზიტი და ვიზის მიღება. მას შემდეგ, რაც თქვენი მოწვევის თარიღი გაიხსნება , შეგეძლებათ პირდაპირ გამგზავრება. მაგრამ თუ გსურთ, 6 თვით ან მეტი დროით დარჩენა, ამ შემთხვევაში უნდა დაამზადოთ შესაბამისი ხანგრძლივობის მოწვევა და შემდეგ საელჩოში მიიღოთ სამუშაო ვიზა.
რას უნდა მიაქციოთ მოწვევის დამზადებისას ყურადღება?
ხშირია შემთხვევა, როდესაც მგზავრები იღებენ მოწვევას, მიემგზავრებიან და საზღვარზე ბაზაში გადამოწმებისას აღმოაჩენენ, რომ მათი მოწვევა ყალბია ან არ არის აქტიური , ან სხვა პიროვნებას ეკუთვნის და ა.შ. მსგავსი უსიამოვნებები რომ თავიდან აიცილოთ, აუცილებელია რომ მიმართოთ სანდო კომპანიას, გაიაროთ ყველა დეტალი ყურადღებით და მოწვევის ჩამოსვლისას დააკვირდეთ, რომ პირველ გვერდზე დატანილი იყოს შტრიხკოდი და მეორე გვერდზე, ასევე, ელექტრონული ბეჭედი. ასევე, გადაამოწმეთ, თუ რამდენად სწორად არის თქვენი მონაცემები ასახული მოწვევაში.
თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის ამომწურავი იყო და გადაწყვიტეთ გააკეთოთ სამუშაო მოწვევა პოლონეთში ან ევროპის სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად, დაგვიკავშირდით 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო ფასები და მომსახურება მხოლოდ ჩვენთან.
(R)